პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

საქართველო, 23 ნოემბერი,
საქინფორმი. „წმინდა გიორგი გამარჯვების სიმბოლოა, ვუსურვებ სრულიად საქართველოს, გამარჯვების გზაზე ევლოს“, – ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.