პოლიტიკა
,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’ ხელისუფლებას მოუწოდებს, მათ შეკრებებს ხელი არ შეუშალოს

qavtaradzeდღეს ''წარმომადგენლობითი სახალხო კრება'' ბათუმში მორიგ კონფერენციას მართავს. როგორც საქინფორმს ''წარმოამდგენლობითი სახალხო კრების'' წევრმა გოგი ქავთარაძემ განუმარტა, ისინი დღეს ბათუმში შეეცდებიან, მოსახლეობას კიდევ უფრო ნათლად დაანახონ ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია და მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდონ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

გარდა რეგიონული შეკრებებისა, ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’ პირველი, ყველაზე მასშტაბური, შეკრებისთვის ემზადება, რომელიც 25 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. როგორც ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, სპორტის სასახლის ხელმძღვანელობამ უარი თქვა 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი კრების ჩასატარებლად დარბაზის დათმობაზე და არგუმენტად დაგეგმილი კულტურული ღონისძიება დაასახელა. "თუ სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე 15 000-მდე ადამიანს არ შეუშვებენ, ქუჩაში 35-40 ათასამდე ადამიანთან ერთად გავმართავთ წარმომადგენლობით სახალხო კრებას,"- აცხადებენ ,,წარმომადგენლობით სახალხო კრებაში’’.