საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს.
დეპუტატები „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ საკითხი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მომზადებული, ამიტომ მისი განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდო.
რაც შეეხება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ პროექტს, იგი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა, გახდება მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.
დეპუტატები ამ კანონპროექტსაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.