სამართალი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა, შვილის დაღუპვის საკითხზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს. იგი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის დამნაშვე მისი შვილის სიკვდილში. ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც დიდუბეში ჩატარებულ ოპერაციას ბუტა რობაქიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ია მეტრეველმა ოქრუაშვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხიც გააპროტესტა.