სამართალი
საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურატურა ახალ მტკიცებულებებს ავრცელებს. მოწმეების ახალი ჩვენებები ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმეებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.
ჩადენილი დანაშაულისთვის ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს წარედგინათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
გიორგი კალანდაძისთვის ახალი ბრალის წაყენების შემდეგ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.