საზოგადოება
ვის შეეხება ამნისტია?

1-amnistia-sazogaaa3საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის გაუნახევრდება და ერთი მესამედით შეუმცირდება, ანდა სასჯელისგან გათავისუფლდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ აღნიშნულ მასალას უცვლელად გთავაზობთ.

2012 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრიდა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. კანონპროექტის პრეამბულის თანახმად, ”ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში გატარებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პენიტენციურ სისტემაში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე გაიზარდა თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეთა რიცხოვნობა, რამაც საქართველოს პატიმართა რაოდენობის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოდ აქცია. ეს ტენდენცია არ შეესაბამება ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპული სტანდარტებით დადგენილი პატიმრების ოდენობის ნორმებთან დაახლოვების მიზნით, და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს გააჩნიათ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციისათვის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სახლემწიფო, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში  ბრალდებული და მსჯავრდებული პირების ნაწილს.”

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით,

თავისუფლდებიან სასჯელისგან:

პირობით მსჯავრდებული პირები, სასჯელის ვადისა და დანაშაულის  სიმძიმის მიუხედავად, რომლებსაც აღნიშნული სასჯელი შეფარდებული აქვთ სასამართლოს მიერ ამნისტიის შესახებ წინამდებარე კანონის მიღების დღემდე.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხიელებელი დანაშაულისათვის.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

139-ე მუხლი - სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება;

140-ე მუხლი - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;

141-ე მუხლი - გარყვნილი ქმედება;

1433-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა;

146-ე მუხლის პირველი ნაწილი - უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში;

147-ე მუხლის პირველი ნაწილი - განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება;

153-ე მუხლი - სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;

161-ე მუხლი - შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;

162-ე მუხლი - არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;

164-ე მუხლი - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება;

1641-ე მუხლი - ამომრჩევლის მოსყიდვა;

1642-ე მუხლი - ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება;

1643 მუხლი - არჩევნების გაყალბება;

335-ე მუხლის პირველი ნაწილი - განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება.

უნახევრდებათ სასჯელი:

იმ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული შემდეგი მუხლებით:

117-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;

118-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება;

126-ე მუხლის მეორე ნაწილი - ძალადობა;

1431-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

1721-ე მუხლი - შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა;

177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ქურდობა;

178-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - ძარცვა;

179-ე მუხლისმეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - ყაჩაღობა;

180-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები - თაღლითობა;

181-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - გამოძალვა;

182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - მითვისება ან გაფლანგვა;

183-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები - განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

185-ე მუხლის მესამე ნაწილი - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით;

186-ე მუხლის მესამე ნაწილი - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება;

187-ე მუხლის მესამე და მეოთხე - ნივთის დაზიანება ან განადგურება;

194-ე მუხლი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება);

1941-ე მუხლის მესამე ნაწილი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება;

195-ე მუხლის მესამე ნაწილი - მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა;

197-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ფალსიფიკაცია;

198-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია;

მე-200 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;

მე-2001 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება;

მე-2002 მუხლის მეოთხე ნაწილი - აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა;

203-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები - პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა;

208-ე მუხლის მეორე ნაწილი - კრედიტის უკანონოდ მიღება;

210-ე მუხლის მეორე ნაწილი - ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;

212-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები - ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება;

214-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა;

2221 მუხლის მესამე ნაწილი - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება;

223-ე მუხლი - უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა ანდა მისი დაფინანსება;

225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;

227-ე მუხლი - საჰაერო ან წყლის ხომალდის ანდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება;

2271-ე მუხლი - წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა;

2272-ე მუხლი - სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება;

228-ე მუხლი - მეკობრეობა;

229-ე მუხლი - აფეთქება;

230-ე მუხლი - ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიურინივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა;

231-ე მუხლი - ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება;

2311-ე მუხლი - ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა;

232-ე მუხლი - ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება;

233-ე მუხლი - ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება;

234-ე მუხლი - საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი;

236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;

237-ე მუხლი - იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა;

239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა;

2401-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;

243-ე მუხლის მესამე ნაწილი - სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა;

245-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა;

247-ე მუხლის მეორე ნაწილი - სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება;

248-ე მუხლის მეორე ნაწილი - სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა;

249-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - შხამის ბრუნვის წესის დარღვევა;

250-ე მუხლისმეორე და მესამენაწილები - შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა;

251-ე მუხლიისმესამენაწილი - უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა;

260-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილი (ნარკოტიკების მომხმარებლები) - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;

261-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;

262-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილები - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;

263-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;

264-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა;

265-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება;

266-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა;

267-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;

268-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;

271-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა;

272-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება;

285-ე მუხლის მეორე ნაწილი - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება;

288-ე მუხლის მესამე ნაწილი - გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა;

304-ე მუხლის მეორე ნაწილი - ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება;

314-ე მუხლი - ჯაშუშობა;

315-ე მუხლი - შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

316-ე მუხლი - სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა;

3391-ე მუხლის მეორე ნაწილი - ზეგავლენით ვაჭრობა;

353-ე მუხლის მეორე ნაწილი - წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ;

362-ე მუხლის მეორე ნაწილი - ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება;

370-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი;

378-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია;

3781-ე მუხლის მესამე ნაწილი - პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა;

279-ე მუხლის მეორე ნაწილი - დაკავების ადგილიდან, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა;

384-ე მუხლის მეორე ნაწილი - უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება, დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა;

384-ე მუხლის მეორე ნაწილი - (კანონპროექტში ორჯერ არის გამეორებული 384-ე მუხლის მეორე ნაწილი. სავარაუდოდ აქ დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და 384-ე მუხლის ნაცვლად უნდა ეწეროს 385-ე მუხლი - უფროსის მიმართ ძალადობა);

386-ე მუხლის მესამე ნაწილი - ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა;

389-ე მუხლი - დეზერტირობა.

მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა ერთი მესამედით უმცირდებათ:

2012 წლის 6 ნოემბრამდე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებულმა არაადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ სერიოზული ზიანი მიაყენა პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმთრელობას.

აღსანიშნავია, რომ პატიმრებს, რომლებსაც დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელი დაენიშნათ თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდა მათი შეკრება, ამ კანონის მოქმედება შეეხებათ თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

აღნიშნული ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა ჩაეთვლებათ მოხსნილად.

ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან. ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.

კანონის ძალაში შესვლის სასურველ თარიღად კანონპროექტში მითითებულია 23 ნოემბერი და მისი აღსრულება უნდა მოხდეს ორი თვის განმავლობაში. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილება 16 ნოემბერს.

რედაქციისაგან: პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დღეს უნდა შემდგარიყო, თუმცა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადადების მიზეზად დეპუტატების ქუთაისში არყოფნას ასახელებენ.

კომიტეტის სხდომები მომავალ კვირას – 19 ნოემბრიდან, განახლდება.