რედაქტორისგან
დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტი: „საქართველოს დაბრუნება თანამეგობრობაში ყველასთვის ხელსაყრელია“

1-aktual-sngსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „დსთ-ის შემადგენლობაში საქართველოს დაბრუნება ამ ქვეყნისა და მთლიანად თანამეგობრობის ინტერესებს პასუხობს“, – ასეთი მოსაზრება გამოთქვა დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლებედევმა. ამის შესახებ „როსბალტი“ იუწყება.

ლებედევის თქმით, წელს საქართველოს დსთ-ში დაბრუნების მხარდასაჭერი სიტყვები ყველაზე მაღალ დონეზე გაისმა.

„ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. სულითა და გულით მომხრე ვარ. ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო ეონომიკურ კავშირებს, რომლებიც ლოგიკური იქნებოდა, თანამეგობრობის ფარგლებში გაგვევითარებინა. თუ ეს მოხდება, ვფიქრობ, ეს ამ ქვეყნისა და მთლიანად თანამეგობრობის ინტერესებს უპასუხებს“, – აღნიშნა დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან, ასევე, შეახსენა საზოგადოებას, რომ დსთ-დან გასვლის შემდეგ საქართველომ მოკლე ხანში თანამეგობრობის ეკონომიკურ ხელშეკრულებებში დარჩენის სურვილი გამოთქვა. „სურვილი დააკმაყოფილეს და ამჟამად საქართველო 75 ხელშეკრულებაში მონაწილეობს“, – განაცხადა სერგეი ლებედევმა.

ცნობისათვის: საქართველო დსთ-ის შემადგენლობიდან 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო კონფქლიტის შემდეგ გამოვიდა.