საზოგადოება
საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, რომელსაც ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლება აქვს, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მას მე-7 საპყრობილედან ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანას შეჰპირდა.
თუმცა, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის განცხადებით: „უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანა არ იგეგმება“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომელიც ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ მე-7 საპყრობილეში გადაიყვანეს, ამის მოტივად კი მისი უსაფრთხოების დაცვა დაასახელეს.