საზოგადოება
ფილიპ გორდონი საქართველოს ეწვევა

1-gordon-sazogaaaa3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ეწვევა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ვიზიტის თარიღი და შეხვედრების განრიგი.

ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ იგეგმება ფილიპ გორდონის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და ყოფილ თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან. 
საელჩო ინფორმაციას ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს.