რელიგია
ლოცვითი მსვლელობა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს

1-religia-asi-aTasiთბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელობას აწყობს, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მიიღებს მონაწილეობას.

მსვლელობის მარშრუტი ასეთია:
14:00 საათი: დიდუბის პანთეონიდან;
15:00 საათი: სპორტის სასახლიდან;
15:00 საათი: მეტრო „ისნიდან“.

17:00 საათზეე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის 100 000 ქართველი მოწამის სახელზე.

ტრადიციისამებრ, ამ დღეს მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან და ამგვარად მიაგებენ პატივს 100 ათას მოწამეს.

ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ, ჭაბუკებს კოდავდნენქუჩებში სისხლის მდინარე დიოდამტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.

ხვარაზმელს თითქოს სისხლიც მობეზრდა, ბრძანა: სიცოცხლე აჩუქეთ მხოლოდ მათ, ვინც ქრისტიანობას უარყოფს და მაჰმადის რჯულს შეუდგებაო. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია.

ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისიბილწი საჯდომი დაიდგა“, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებულიხიდისშესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ... წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა.

ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.

P.S. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში ბრძანა: „ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეების სისხლით. მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც რაღაც უცნაური ქანდაკებებია თუ რაღაც მშენებლობა, სულ წმინდანების სისხლითაა მორწყული და ჩვენ ამ ადგილზე უნდა გვქონდეს ტაძარი „ასი ათასი მოწამის“.

1-asi-aTasi1
1-asi-aTasi2
1-asi-aTasi3