საზოგადოება
თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საზოგადოებრივ სამსჯავროზე კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარმოადგინა. მინისტრ გიორგი მარგველაშვილს საზოგადოებრივი აზრი აინტერესებს მე-10-12 კლასების მოსწავლეთა სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებით.
სამინისტროს სურს, საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რა მექანიზმები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ მოსწავლის დისციპლინური პრობლემები სკოლაშივე მოგვარდეს და არ მოხდეს პრობლემისადმი გაქცევისა და გადავადებისა ფაქტები.
„ვინაიდან რიგ შემთხვევბში სკოლებში დისციპლინის პრობლემა ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი ალტერნატივა ამ კუთხით შესაძლოა, ფსიქოლოგიური სამსახურების ფორმირება გახდეს“, – მიიჩნევენ სამინისტროში.