პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „ივანიშვილი – ამერიკის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ, რომლებიც სააკაშვილის ლიკვიდაციას მოახდენენ“

1-arno-mtმოვლენები, რომლებიც შესაძლოა, უახლოეს ხანებში განვითარდეს. სიმართლე, რომელიც საქართველოში იცის ბევრმა, მაგრამ ყველა დუმს! ვინ განსაზღვრავს სასჯელის გარდაუვალობას და დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის სისრულეს? რისკი მათთვის, ვინც ჩაერთო სასიკვდილოდ სახიფათო თამაშში სახელწოდებით „პოლიტიკა“, და ინტერესები, რომლებიც ფასეულობებზე მაღლაა: საქინფორმი წარმოგიდგენთ...

„იყო რო ბიჭი?“
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – ბოლო წლების საქართველოს კრიმინალური ხელისუფლების პირამიდის მწვერვალი, ნაცმოძრაობის მაფიოზური კლანის ნათლიმამა – დიდი ალბათობით ლიკვიდირებული იქნება აშშ-ის სანქციით ამერიკული სპეცსამსახურების ხელშეწყობით.

სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდება:

– ან ჩეჩენი ბოევიკების ხელით, რომლებიც შურს იძიებენ ღალატისთვის – ლაფანყურის ხეობაში შეტყუებული ჩეჩნური დაჯგუფების ლიკვიდაციისთვის; ტყვედ აყვანილი დაჭრილი შუამავლის, ცალხელა ახმედისთვის (ჩატაევი), რომელიც ციხის საავადმყოფოში ცალფეხადაც აქციეს (როგორც ამბობენ, საგანგებოდ ჩაუტარეს ფეხის ამპუტაცია, „რომ არ გაქცეულიყო“); დახოცილი ქისტებისთვის, რომლებიც ოჯახებს ისლამური წესით არ დაამარხვინეს;

– ან პლიევების გვარის ოსების ხელით – 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაჭრილი და შემდეგ მიბრჯნით დახვრეტილი ОМОН-ის კაპიტნის თეიმურაზ პლიევის (ოსების სიამაყის – საბჭოთა კავშირის ორგზის გმირის, არმიის გენერალ პლიევის ვაჟის) ნათესავების, რომლებმაც მის საფლავზე სისხლის აღების ფიცი დადეს; (შენიშვნა №1. განვლილი დრო სისხლის აღების აღთქმაზე გავლენას არ ახდენს –მაგალითად, ოსმა ვიტალი კალოევმა, ამჟამად – ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილემ, წელიწად-ნახევრის შემდეგ მიაკვლია და მოკლა შვეიცარიული კომპანია „სკაიჰაიდის“ დისპეტჩერი პეტერ ნილსენი, დამნაშავე 2002 წელს ბოდენის ტბის თავზე მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომელშიც მისი ოჯახი დაიღუპა)

– ან მართვადი ავიარაკეტის წერტილოვანი დარტყმით, რომელიც ამერიკული კოსმოსური თანამგზავრიდან იქნება დამიზნებული;

– ან კრიმინალების მიერ, „კანონიერი ქურდების“ დევნისათვის შურისძიების ნიშნად;

– ან ათასობით უკანონოდ მსჯავრდებული, მოკლული ან ქართულ ციხეებში საშინელი წამებაგადატანილი ადამიანის ოჯახის წევრთა მიერ;

– ან პირადი დაცვის წევრთა ხელით (შენიშვნა №2. ე.წ. ლიჩნიკების როლი პრეზიდენტ გამსახურდიას, პრემიერ ჟვანიას და ოლიგარქ პატარკაციშვილის სიკვდილში უზარმაზარ ეჭვს იწვევს).

„მან მეტისმეტად ბევრი იცოდა...“
სააკაშვილმა დღეს არა მარტო ფასი დაკარგა, არამედ ვაშინგტონში თავისი პატრონებისთვის  დიდ საფრთხეს წარმოადგენს – იმიტომ, რომ მეტისმეტად ბევრი იცის:

– სააკაშვილმა იცის არა  ყურმოკვრით, ვაშინგტონში მილიონობით დოლარის ე.წ. ატკატებზე – ნაღდი ფულით, ან თავდაცვის სამინისტროს, „ცე-რე-უ“-ს(CIA), ინსტიტუტების IRI-ს და NDI-ს საიდუმლო სპეცანგარიშებზე, ლობისტების – სენატორების, კონგრესმენების, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა პირად ანგარიშებზე;

– სააკაშვილმა იცის არა  ყურმოკვრით, ბოლო წლების ყველა გახმაურებულ მკვლელობაზე – ჟვანიას, პატარკაციშვილის, აკადემიკოს შარაძის და სხვა;

– სააკაშვილმა იცის არა  ყურმოკვრით, 08.08.08. ომზე, პანკისის ხეობის საიდუმლოებებზე, ლაფანყურის ოპერაციაზე და ყველა ამ საქმეში დასავლეთის სპეცსამსახურების როლზე.

ამიტომ აშშ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით უფრო მეტად იყო დაკავებული, ვიდრე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებით, რათა მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა: „შეხედეთ! ჩვენ ხალხებისთვის დემოკრატია მოგვაქვს და არა ომები! ჩვენ საქართველოში დემოკრატია ავაშენეთ! იქ, ბოლო წლებში პირველად, ხელისუფლების გადაცემა არჩევნების დემოკრატიული გზით მოხდა!“;

ამიტომ აშშ, რომელსაც ეშინია საქართველოს დაკარგვის, როგორც  სამხედრო ბაზისთვის ერთადერთი ყველაზე მოსახერხებელი ტერიტორიისა, მათ მიერ უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურითა და აეროდრომებით ირანთან მოსალოდნელი ომის წინ;

ამიტომ აშშ, რომელმაც მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოში ამერიკული მაგალითით ორპარტიული საპარლამენტო სისტემა შექმნა;

ამიტომ აშშ, რომელმაც მთელ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ მთელი 9 წელი მხარს უჭერდა პრეზიდენტ-დემოკრატს და პარტია-რეფორმატორს, და არა დიქტატორ სააკაშვილს და ნაცმოძრაობის სისხლიან რეპრესიებს;

ამიტომ აშშ, რათა შექმნას ნაცმოძრაობის რებრედინგის ილუზია, რომელიც „ღირსია, „ქართული ოცნების“ ჯანსაღი ოპოზიცია იყოს“, აქედან გამომდინარე კი – სასწრაფოდ „განაახლოს“ პარტიის სათავეები მის გენერალურ მდივნად ქვეყნის ყოფილი მთავარი პოლიციელის დანიშვნით,

სააკაშვილს პირადი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს არ მისცემენ, მეტიც – ხელს შეუწყობენ მის ლიკვიდაციას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო.

ამერიკელმა კურატორებმა კარგად შეისწავლეს თავიანთი აღზრდილი მიშას ბუნება და ამიტომ საფუძვლიანად შიშობენ, რომ ის პირველსავე მიწოლაზე „გატყდება“ და ყველაფერს მოუყვება გამომძიებელს, უკლებლივ ყველას „ჩაუშვებს“, რის შედეგადაც განსასჯელთა სკამზე უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნების დასმა მოუწევთ! ხოლო სააკაშვილის ლიკვიდაციის შედეგად აშშ არა მარტო ამ „თავის ტკივილს“ მოიშორებს, არამედ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოიპოვებს  – სააკაშვილის ლიკვიდაციას რუსეთს დააბრალებს, რომელიც „მაინც ვერ შეეგუა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პროდასავლურ, და არა პრორუსულ ლიდერს, ისევე, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას შემთხვევაში!“.

(შენიშვნა №3. მოკლული პატარკაციშვილი და ჟვანია სიცოცხლეში პრორუსულ ორიენტაციაში იქნენ მხილებული (ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ორი თვის წინ YuoTube-ზე დადებული ფარული ვიდეოჩანაწერი – პატარკაციშვილის სახლში ბადრის საუბარი თბილისის მერ გიგი უგულავასთან და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან).

„პრორუსულობით“ სააკაშვილი გამუდმებით „ამხელს“ ივანიშვილსაც, პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან...).

„დაცვას არ სძინავს...“
რატომ მონაწილეობს საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პროცესში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანაბრად, რისთვისაც საელჩოდან, პრაქტიკულად, მის რეზიდენციაში, სახელმწიფო კანცელარიასა და „ქართული ოცნების“ ოფისში გადაბარგდა?

ობიექტის დაცვის გარდა, რა დავალებას ასრულებენ ივანიშვილის პირადი მცველები აშშ-დან და ევროპიდან, რომლებიც უთუოდ დასავლეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან?

როგორც ჩანს, აშშ ბოლომდე არ ენდობა ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად მისი მრავალგზისი რწმუნებისა მათდამი აბსოლუტური პატივისცემის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ნატოში შესვლის  უალტერნატივობის თაობაზე:

– ივანიშვილის მუშურ-გლეხური წარმომავლობა, შრომაში გატარებული ბავშვობა და ყმაწვილკაცობა, განცხრომაში გაზრდილი დედას ბიჭი სააკაშვილისგან განსხვავებით;

– ივანიშვილის ფინანსური დამოუკიდებლობა და „სელფ მეიდ მენისთვის“ (ინგლ. self made man – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა) დამახასიათებელი მაგარი კაცობა, რომელიც დიდ ფულს ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს შოულობდა;

– ივანიშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა რუსეთში – ბიზნესით დაწყებული,  არჩევნებზე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ლებედის მხარდაჭერით დამთავრებული;

– ივანიშვილის ჰობი – ფსიქოანალიზით გატაცება;

– და მთავარი – ივანიშვილის უზარმაზარი პოპულარობა ქართველ ხალხში ამერიკის სრულიად საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ სურვილის შემთხვევაში ივანიშვილი კონტროლიდან გამოსვლას შეძლებს, რაც, უკიდურეს შემთხვევაში, მისმა პირადმა დაცვამ უნდა აღკვეთოს, რომელზეც მისი სიცოცხლეა დამოკიდებული...

(შენიშვნა №4. უკიდურესად საეჭვოა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას „ლიჩნიკების“ (ვითომდა, სიკვდილამდე მისი ერთგული) როლი მისი იდუმალი „თვითმკვლელობის“ გარემოებებში;

– უკიდურესად საეჭვოა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას „ლიჩნიკების“ (რომლებიც ოჯახში წევრებივით ცხოვრობდნენ) როლი ნახშირბადის მონოოქსიდით მისი იდუმალი „მოწამვლის“ გარემოებებში, რაც FBI-ის ექსპერტიზამ არ დაადასტურა;

– უკიდურესად საეჭვოა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის (რომელსაც მილიარდები ორჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს) „ლიჩნიკების“ როლი, რომლებმაც ლონდონში სათანადო შემოწმების გარეშე შეუშვეს მასთან საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა, რომელთანაც ჩაის დალევის შემდეგ „ბადრიმ თავი შეუძლოდ იგრძნო, ვალერიანის წვეთები მიიღო და გულით გარდაიცვალა...“, რაც სკოტლანდ-იარდმა უყოყმანოდ დაადასტურა. და ეს იმავე ლონდონში ხდება, სადაც, იმავე სკოტლანდ-იარდის უაპელაციო მტკიცებით, „ლუგოვოიმ ФСБ-ს დავალებით მოწამლა ლიტვინენკო, რომელსაც ჩაიში რადიოაქტიური პოლონიუმ-210 გაურია“...

ერთადერთი, ვისი ლიკვიდაციაც არ მოუხდენიათ (იმიტომ, რომ „ვარდების რევოლუციის“ ამერიკულ პროექტს ხელი მოაწერა) – საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლავთ, რომელიც, ხანდაზმულობის მიუხედავად, დღემდე შინაპატიმრობაში ჰყავთ).

„თუ სიკვდილია - სიკვდილი იყოს!“
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა შეუძლებელია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი არ იცოდეს.

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი უსაფრთხოების მთავარი გარანტი არის არა დაცვა, არამედ ქართველი ხალხი, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა, რათა განხორციელდეს არა ამერიკული ან ევროპული, არამედ ქართული ოცნება!

სწორედ თავისი საქმიანობის ეს „მაინსტრიმი“ (ინგლ. mainstream – ძირითადი მიმდინარეობა) არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მას ხომ ესმის ის, რაც ამერიკელებმა მაინც ვერ გაიგეს – ქართველების მენტალობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გაუგებარია არაქართული ეროვნებების ბევრი წარმომადგენლისთვისაც, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობენ.

ამერიკული „დახმარების“ მილიარდობით დოლარი, რომელთა დახმარებით ქართველ ახალგაზრდობას წამლავდნენ და ერაყსა და ავღანეთში სასიკვდილოდ აგზავნიდნენ, სულერთია, ჩამოსაწერია – ექსპერიმენტი ჩავარდა, ომები წაგებულია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ქართულმა ენამ გაუძლეს, ხოლო ქართველებმა „უკანაამძრავიანები“ ვერ შეიყვარეს!..

პრემიერ-მილიარდერს შემდგომში მაინც მოუწევს, გაერკვეს და პატიოსნად უპასუხოს ქართველ ხალხს კითხვაზე: ვინ არის სინამდვილეში ამერიკა საქართველოსთვის? ამერიკელები – უაღრესად ანგარიშიანი ხალხია და თვლა ივანიშვილზე უარესად როდი იციან: რისთვის აძლევს აშშ ამდენ ფულს საქართველოს?

ადრე თუ გვიან, მაგრამ გულახდილი პასუხი გარდაუვალია: საქართველო – გეოპოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად უნიკალური ტერიტორიაა, რომელზეც მაგისტრალური სატრანზიტო ნავთობ- და გაზსადენები გადის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ვირტუალური „ნაბუკო“ და რეალური „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია“, რომლითაც რუსეთი თავის სტრატეგიულ პატნიორს – სომხეთს გაზით ამარაგებს); საქართველო ყველაზე ახლოს მდებარეობს ამერიკისთვის პრობლემურ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ესაზღვრება აშშ-ის მუდმივ ოპონენტს – რუსეთს; საქართველო – კავკასიის გასაღებია, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ, კასპიის ნავთობ-გაზის საგანძურისკენ ხსნის გზას.

დასკვნა: საქართველო აშშ-ს თავისი სამხედრო ბაზისთვის სჭირდება.

ძალიან კარგი! არა, კარგი არაფერია, მაგრამ სამაგიეროდ – პატიოსნად ნათქვამია... მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ამგვარ „საპატიო მისიაზე“ ევროპულმა პოლონეთმა და ჩეხეთმაც კი უარი თქვეს, როგორც მათი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოზე, მაგრამ რადგან საქართველომ უკვე გადაწყვიტა თავის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება, იაფად მაინც ნუ გავიყიდებით! მაგალითისთვის, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „რამშტაინისთვის“ უპრობლემო გერმანიაში აშშ წელიწადში 1,5 მილიარდ ევროს იხდის, ეს კი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

საქართველომ, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ხელმოწერით, უკვე იკისრა ასეთი ვალდებულებები, ხოლო საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადება – იმის თაობაზე, რომ ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს დაცვისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს – მოწმობს, რომ საქართველოში მალე გამოჩნდება MIM-104 „პეტრიოტი“ (Patriot) – ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომელთა მართვის პულტი, რა თქმა უნდა, ამერიკელების ხელში იქნება (შენიშვნა №5. როგორც „Financial Times“ გასულ ხუთშაბათს იუწყება, თურქეთმა ნატოს „პეტრიოტები“ სთხოვა სირიაში საომარი მოქმედებებისგან თავისი ტერიტორიის დასაცავად).

ესეც თქვენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტი საქართველოში, რომელსაც აშშ საქართველოს „საბითუმო“ ფასად მიჰყიდის, ან სულაც ისე მისცემს… (შენიშვნა 6: თუ, მაგალითად ირანული რაკეტის ჩამოგდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მოხდება, ნამსხვრევები ჩვენ თავზე დაგვეყრება, რამდენიმეგრამიანი ნამსხვრევი კი გამჭოლად ხვრეტს ხუთსართულიან შენობას.) 

ასეთ შემთხვევაში რუსეთი, რომელიც, ცხადია, თავის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს  არ მოგვაწოდებს, უბრალოდ, საქართველოს გადაუმიზნებს ოპერატიულ ტაქტიკურ კომპლექსებს „ისკანდერს“, „ტოჩკა-უ“-ს და სხვ.

P.S. ზემოთ გადმოცემული ვერსიები შემდეგი ფაქტებით დასტურდება:

ფაქტი №1: ა.წ. 7 ნოემბერს დააპატიმრეს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომელიც აშშ-ს ყოველთვის არ მოსწონდა (შენიშვნა №7. 2011 წელს ვებპორტალმა Wikileaks-მა გამოაქვეყნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწისთინა ქეიდენაუსმიერ ვაშინგტონში გაგზავნილი დეპეშა, რომელშიც მოთხრობილია 2009 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, სადაც მან სერიოზული აღშფოთება გამოთქვა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და შეახსენა სააკაშვილს ახალაიას ცუდი წარსული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით).  ეს კი ნიშნავს, როგორც ზემოთ ითქვა, რომ აშშ „ბუმბულს უსუფთავებს“ ექსმმართველ „ნაცმოძრაობას“ – იმისათვის, რათა ის მომავალში ივანიშვილის „ქართული ოცნების“ საპირწონედ  შეინარჩუნოს;

ფაქტი №2: ა.წ. 10 ნოემბერს ტრიუმფალური გათავისუფლება 12 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ ა.წ. 7 ნოემბერს დაპატიმრებული გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძის, მისი საპატიო შეხვედრა სააკაშვილთან, რომელმაც „გმირს“ თანამდებობაზე დაბრუნება უბრძანა: გენერალური შტაბის უფროსი, დანიშნული უმაღლესი მთავარსარდლისსაქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ნატოში შესვლის კანდიდატიაგმირი უნდა იყოს და არა ციხეში მჯდომი ბოროტმოქმედი! „მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რომლებსაც საქართველოში ვხედავთ ქვეყანაში შემდგარი არჩევნების შემდეგ, კერძოდ – საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ თავიანთი ოპონენტების ამასწინანდელი დაპატიმრებებით!“, – აღშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ა.წ. 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და დასძინა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას საქართველოში... (შენიშვნა №8. 32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც სააკაშვილი&კომპანიამ საჯაროდ გამოაცხადეს გმირად, 08.08.08. ომის დროს მე-4 ბრიგადას მეთაურობდა, რომელმაც პირადი შემადგენლობის ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა, აგრეთვე, დაკარგა 26 ტანკი, 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და მთელი არტილერია).

გაფართოვდება თუ არა დაკავებულთა წრე და წაუყენებენ თუ არა მათ ბრალდებებსსრული პროგრამით – მაგალითად,  შეიარაღების შესყიდვის და შემდგომ უცხოეთში გაყიდვის საიდუმლო ოპერაციებისათვის: მსხვილი ფინანსური მაქინაციებისათვის 08.08.08. ომამდე და მის შემდეგ, და თავად ამ ომისთვისაც: მთელი საქართველოსთვის ელდის მომგვრელი „სიკვდილის ბრიგადების“ (ე.წ. ზონდერბრიგადების) და რეზერვისტების საფარქვეშ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისათვის: ჩრდილოკავკასიური დაჯგუფებების ბანაკების ორგანიზების, სწავლებისა და შეიარაღებისათვის: ჯერ კიდევ „ნაციონალებით“ დაკომპლექტებული თბილისის მერიის და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეების საბოტაჟისთვის?

თუ  შემოიფარგლებიან მხოლოდ „ყოფითი“ კრიმინალით და ბრალდებებით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან“ დაკავშირებულ დარღვევებზე, რომელთა კვალ ვერაფრით მიგვიყვანს ვაშინგტონში, ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ კორიდორებში?

თუ ასე იქნება, ეს კიდევ ერთი ფაქტი გახდება, რომელიც დაადასტურებს ზემოთ გადმოცემულ ვერსიას: საქართველოს ახალმა მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან უკვე მიიღო ხელშეუხებელი პირების და არგამოსაძიებელი დანაშაულების სია, და ეს სია უკვე მოიწონა სიმპათიურმა ცაციამ – ამერიკის პრეზიდენტად კვლავ არჩეულმა ბარაკ ობამამ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი 

თბილისი, 12.11.2012

 

1-arno-qvem