საზოგადოება
საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის პრიორიტეტები

1-safrang-sazogadoeba2თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებს, არსებული პროექტების დასრულებასა და ახალ გეგმებს.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და, განსაკუთრებით, მის ლიდერ ქვეყნებთან ურთიერთობა. „საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება საფრანგეთის მხარდაჭერით, ცხადია, გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე იქნეს აყვანილი. საუბარი შეეხეო მომავალ გეგმებსაც, რის განხორციელებასაც საფრანგეთი აპირებს საქართველოში“, – აღნიშნა ხადურმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ელჩსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელთან საუბარი იყო ფრანგული მხარის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე მისი თქმით, ხდება ეფექტურობის ანალიზი. „საუბარია ქუთაისის აეროპორტის, სვანეთის სათხილამურო-საბაგირო გზებზე, თბილისისა და საქალაქთაშორისო  ტრანსპორტირების სისტემაზე, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ყველა ეს ანალიზი შედგეს. წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობას ექნება პოზიცია ყველა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.