სამართალი
თბილისი, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ბაჩო ახალაიას მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ. ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც მას უკავშირდება, გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
„პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებული და, ზოგადად, საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს“, – განმარტა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ახალაია რომ დამნაშავეა, ეს საზოგადოებრივი აზრია, ხოლო პროკურატურა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. „ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაბრუნებული შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, განცხადებით, იგი მზადაა, საგამოძიებო ორგანოების ყველა კითხვას უპასუხოს.