სამართალი
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი წარადგინა. მას ამიერიდან დავით ცინარიძე უხელმძღვანელებს.
მინისტრმა აღნიშნა დავით ცინარიძის დამსახურებები პატრულის შექმნის საწყის ეტაპზე. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მას გააზრებული აქვს ის მაღალი პასუხისმგებლობა, რასაც საპატრულო პოლიციას სახელმწიფო და საზოგადოება აკისრებს.
ღარიბაშვილმა ცინარიძესა და პატრულის მთლიან შემადგენლობას საჯაროდ პირველი დავალება მისცა – დარჩნენ შეურიგებელნი ყოველგვარი უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქერების სიმშვიდე, საკუთრება, უფლებები და თავისუფლებები. „ყველანაირი სადღესასწაულო ეიფორია, ერთგვარი გაურკვევლობა, დაბნეულობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ქვეყანა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში... და პატრულმა უნდა გააგრძელოს ქვეყნის სამასახურში ეფექტური მუშაობა. თქვენ გაქვთ და გექნებათ ჩემი პირადი მხარდაჭერა და თანადგომა. ეს არის ჩემი მთავარი მესიჯი თითოეული თანამშრომლისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.