საქართველოს მთავრობის განცხადება ამერიკაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

თბილისი, 31 ოქტომბერი,
საქინფორმი. „საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა მწუხარებას ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე სტიქიური უბედურების გამო, რომლის დროსაც ქარიშხალმა „სენდიმ“, არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში – 13-ზე მეტი, ხოლო კარიბის ზღვის რეგიონში 70 ადამიანი იმსხვერპლა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია.
ქართველი ხალხი მხარდაჭერას უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ხალხს ამ მძიმე პერიოდში და თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ საქინფორმისადმი გამოგზავნილ განცხადებაში.