სამართალი
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მოქმედ პროკურორებს მოუწოდა, სასამართლოებში დანიშნული საქმეების არსებითი განხილვა ორი კვირით შეაჩერონ.
„ჩვენ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ წლების წინ პირი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, შესაძლებლობა მიეცემა, რომ განცხადების საფუძველზე მისი მსჯავრდების საკითხი გადაისინჯოს“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში დაინიშნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც აღნიშნულ საქმეებს გადახედავენ.