საზოგადოება
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დევნილებს, რომლებიც სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შეიჭრნენ, ამ ფართების დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა.
„იძულებით გამოყვანას არ დავარქმევდი, ისინი ისედაც იძულებით გადაადგილებული არიან“, – აღნიშნა დავით დარახველიძემ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროს უმთავრესი საზრუნავი დევნილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა იქნება, რადგან წინამორბედი მთავრობის ბიუჯეტი ბევრი საკითხის მოგვარების საშუალებას არ იძლევა.