Dennis's Blog: „ბოლო ხანებში საკმაოდ ბევრი მასალა დამიგროვდა, რომლებიც ქართული სპეცსამსახურების მიერ პოპულარული ბლოგერებისა და ჟურნალისტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას მოწმობს. მაშ ასე, სუხუთის ხელმძღვანელობით „ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტების“ ჯგუფთან დაკავშირებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია. სხვათაშორის, ბიჭები დროს ტყუილად არ კარგავენ – 23 თებერვალს შეგვახსენეს თავი და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ფეისბუკის გვერდზე ფლეშმობი მოაწყვეს.
„მოდულის“ კიდევ ერთ ფილიალად გვევლინება ტელეარხი „ПИК“, სადაც მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ შოთა უტიაშვილის თეზისების გასახმოვანებლად პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველაზე „პრინციპული“ ჟურნალისტები არიან მზად. მათ შორის არის მატვეი განაპოლსკი. საქართველოსადმი მისი შმაგი სიყვარული, რაღა თქმა უნდა, გამოწვეულია არა პუტინი ©-ზე საინფორმაციო ფაღარათის ნაკადების დივერსიფიცირების შესაძლებლობით, არამედ მხოლოდ ქართველი მეუღლის არსებობით და ქართულ მმართველ ელიტასთან სიახლოვით. იქნებ ხელი გამოეკრა რამისთვის... ხოლო პირველი ცოლი მან თავისი ისტერიკებით თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ის „ეხო მოსკვის“ ფანჯრიდან გადმოხტა და ქმარს თავისი გვარი დაუტოვა.ბევრი ფაქტი თავად ქართველი ჟურნალისტების წყალობით ხდება ცნობილი. ბევრი საინტერესო რამ დაწერა ტელეარხ „ПИК“-ის წამყვან ოლეგ (სანდრო) პანფილოვზე საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა. როგორც გაირკვა, „სამშობლო-სარწმუნოება-პატრონებ-ორიენტაციაგამოცვლილი“ პანფილოვი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს ასრულებდა ამერიკის სპეცსამსახურების დავალებებს კუბასა და მონღოლეთში, ხოლო 90-იანებში უკვე რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობდა. სხვათაშორის, „თავისუფლებაში“ პანფილოვმა ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი გაიცნო, რომელიც შემდგომში გარკვეული ხნის განმავლობაში სათავეში ედგა „ПИК“-ს.
როგორც ჩანს, აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი თავის ანგარიშში სწორედ აგენტ „სანდროს“ გულისხმობდა, როდესაც „კრემლთან ოპოზიციაში მყოფ რუს ბლოგერებზე“ წერდა, რომლებიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ეხმარებოდნენ (დეპეშა №1353. 10.08.2008).
პროფესიონალი პროვოკატორი და დამსმენი 2008 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძის დაკვეთით ლაფში სვრიდა რუსებს, ოსებსა და აფხაზებს, ახლა კი აქტიურად ებრძვის „პუტინის სისხლიან რეჟიმს“. ამისათვის „ПИК“-ის ეთერში შეიძლება გამოუშვა არა მარტო ბორის ნემცოვისა და კონსტანტინე ბოროვოის ტიპის ყველაზე ოდიოზური კრემლის კრიტიკოსები, არამედ ევროპაში თავშეფარებული ჩეჩენი ბოევიკებიც კი.
აქ აუცილებელია, გავიხსენოთ წერილები პანფილოვის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც ჰაკერებმა ჰელმა და მახნომ გატეხეს: მიმოწერა გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის (ОГФ) მეთაურ გარი კასპაროვთან, მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ თანათავმჯდომარე დისიდენტ ვლადიმერ ბუკოვსკისთან, ჩეჩენ ბოევიკთა ერთ-ერთ ლიდერ ახმედ ზაკაევთან, გაქცეულ ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან. ამ უკანასკნელმა, სხვათაშორის, „ПИК“-ის ამუშავებაში დიდძალი თანხა ჩადო.
რუს ოპოზიციონერთა შორის საკმაოდ ბევრი ეთნიკური ქართველი აღმოჩნდა, აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც გულწრფელად თანაუგრძნობდნენ “ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას“. მწერალ ბორის აკუნინის გარდა, მათ შორისაა ყველა „მოწინააღმდეგეთა მარშის“ მონაწილეები ლოლიტა ცარია, დიმიტრი გეორგიევსკი, ალექსეი დავიდოვი. ეს უკანასკნელნი 2010 წელს პანფილოვის აქტიური ლობირებით თბილისშიც კი ცდილობდნენ, ჩაეტარებინათ აქცია „პუტინო, ხელები შორს საქართველოსგან“. მოკლედ, „ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია“. წრე „საქართველოს სპეცსამსახურები-ბერეზოვსკი-სუხუთი&პანფილოვი&განაპოლსკი – ОГФ“ საბოლოოდ შეიკრა“.
http://www.myspace.com/576763901/blog