თბილისი, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ქალაქ ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის შენობასთან, რუსული ენის მასწავლებლებმა პიკეტი მოაწყვეს. ისინი ახალი მთავრობისგან სკოლებში რუსული ენის სწავლების უწინდელი მოცულობით აღდგენას ითხოვენ. როგორც ცნობილია, ამჟამად რუსული ენა ისწავლება როგორც უცხოური და მას კვირაში სულ ორი საათი ეთმობა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთხელ განაცხადა, რომ რუსული პროგრესის ენა არ არის და ახალგაზრდა თაობისთვის ინგლისური ენის შესწავლა უფრო უპრიანია. სკოლის კურსდამთავრებულთა 73 პროცენტიც უმაღლეს სასწვლებელში მოსახვედრად საგამოცდოდ ინგლისურს ირჩევს.
საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტმა რუსული იცის. თუმცა, ალბათ, საუბარია 30 წლისა და ამ ასაკს გადაცილებულ ადამიანებზე, რაც გასაგებიცაა, რადგან ისინი საბჭოთა კვშირში დაიბადნენ.
განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსული ენის სწავლების შეზრუდვით წინა ხელისუფლებამ ახალგაზრდობას არათუ ენის, არამედ რუსული კულტურის აღქმაც შეუზღუდა.
„რუსულს სწავლობენ მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ესაა ხალხი, ვისაც ცვეტაევას, დოსტოევსკისა და მანდელშტამის რუსულად წაკითხვა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კულტურამ, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ორენოვანი იყო, კი არ დაკარგოს ეს, არამედ ააღორძინოს“, – განაცხადა მან „ვესტის“ კორესპონდენტთან საუბრისას.