თბილისი, 22 ოქტომბერი. საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
პარლამენტის ახალი მოწვევის პირველ სხდომას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, სტუმრის სტატუსით – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები და პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის გვერდით იჯდა.
სხდომაზე რეგისტრაცია 143-მა დეპუტატმა გაიარა.
![]() |
![]() |