პოლიტიკა
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებასა და განვითარებას ითხოვენ. შესაბამისი წინადადებით ისინი ახალი მოწვევის პარლამენტს მიმართავენ.
ამას გარდა, კოალიციის წევრები სხვა წინადადებებსაც აყენებენ: „MUST CARRY“-სა და „MUST OFFER“-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით; სასამართლოში ფოტო- და ვიდეოგადაღების ჩაწერის უფლების აღდგენა; აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფისა და აუდიტორიის ინტერესების დაცვის კონტექსტში.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უნდა შეიცვალოს საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები და გადასახედია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და ფუნქციები.