არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება

თბილისი, 19 ოქტომბერი,
საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში – 65, ხოლო „ქართული ოცნება“ 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, პროპორციული სიით კოალიცია – 44 ადგილს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 33 ადგილს მიიღებს. მას პარლამენტში – 32, „ქართულ ოცნებას“ კი 41 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს უნდა გამოაქვეყნოს.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 54.97%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, 40.34 %-მა კი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 2.150.197 შეადგინა.