აქტუალური
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელიც ბუქარესტიდან გამოფრინდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკანვე დაბრუნდა.
„იტარ-ტასის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილი იმ სასტუმროში დაბრუნდა, სადაც რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობის დროს დაბინავდა.
ტელეარხ "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.