ლადო ბედუკაძე ირმა ინაშვილს მიმართავს

თბილისი, 18 ოქტომბერი,
საქინფორმი. გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი და პატიმრების წამების ამსახველი კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე მედიაკავშირ „ობიექტივსა“ და მის ხელმძღვანელ ირმა ინაშვილს „Facebook“-ის საშუალებით მიმართავს:
„ბედუკაძე ჩემს თვალში ერთი აგენტია,რომელიც გადმოვიბირეთ და მოიტანა ეს მასალები! ეს ჩვეულებრივი ცნობილი ხერხია! მოვახერხეთ და მოვატანინეთ!!! –
ესაა ობიექტივის აზრი ჩემ შესახებ. ვნახოთ, ღვარძლით ავსებულო ადამიანებო, როგორ მოახერხებთ თქვენი მზაკვრული გეგმების განხორციელებას. გამოსავალი ერთი გაქვთ –აღიაროთ ის გეგმა, რასაც ამზადებდით. გპირდებით, ბოლომდე ჩაგყვებით ჯოჯოხეთში!“
როგორც ბედუკაძე „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე ამბობს და სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებშიც, ის ქართულ ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ნანობს.