პუბლიკაციები
აშშ იმედოვნებს, რომ ქართველი ჯარისკაცები სირიაში, თურქეთსა და ირანში სამხედრო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას

gruzinskaya_armiyaთბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ საქართველოს ხელისუფლებას სირიის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაზე უთანხმდება. ამგვარად, მართლდება რუსეთის ვარაუდი ირანზე იერიშისათვის საქართველოს პლაცდარმად გამოყენების თაობაზე.

„აშშ იმედოვნებს საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ირანისა და თურქეთ-სირიის საკითხებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკ რუბინმა თბილისში, აშშ-ის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

„თბილისში პრეზიდენტსა და საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრებზე საერთაშორისო თანამეგობრობის იმ ძალისხმევაზე ვიმსჯელეთ, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის დაუშვებლობისკენაა მიმართული“, – განაცხადა რუბინმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-სა და საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვთ.

„ჩვენ ჩინებულად ვთანამშრომლობთ თურქეთ-სირიის საკითხშიც და საქართველო მოწოდებულია, რეგიონში მშვიდობისმყოფლური როლი შეასრულოს“, – არნიშნა მან.

საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ ანალიტიკოსთა აზრით, აშშ ირანის გარშემო სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის ძირითად პლაცდარმად იმედოვნებს. ბოლო წლებში ვაშინგტონი შემთხვევით როდი გამოუყოფდა  მნიშვნელოვან თანხებს ვაზიანისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომებისა და, ასევე, ბათუმის პორტის რეკონსტრუქციისათვის. საგულისხმოა, რომ 2012 წელს საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში უდიდესი იქნება ნატოს არაწევრ ქვეყნებში. ის კიდევ ერთი ბატალიონით გაიზრდება და მისი რიცხოვნობა 1600-1700 ჯარისკაცსა და ოფიცერს შეადგენს.

ამბობენ, რომ ქართველ სამხედროებს, რომლებიც უარს ამბობენ ნატოს „ინტერნაციონალური ვალის“ შესრულებაზე, ან დიდი თანხებით აჯარიმებენ, ანდა არმიიდან აძევებენ.

„როსბალტ.რუს“ ცნობით, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დიმიტრი როგოზინი აცხადებდა, რომ ამერიკის ავიაციას ირანის დაბომბვისას ქართული აეროდრომები დასჭირდება.