სამართალი
თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი ზუგდიდში კახა მიქაია თავდაცვის სამინისტროს პროექტი „დაიცავი შენი სახლის“ გაგრძელების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს და „ინფო 9“-ს ექსკლუზიურად აწვდის ინფორმაციას სამეგრელოში ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას ყოფნის შესახებ.
მიქაია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში განლაგებულ შტაბებზე დაყრდნობით ახალაია და მისი ჯგუფი სამეგრელოში აუცილებლად მოაწყობენ საბოტაჟს.
კახა მიქაია მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ მას სანდო წყარო ჰყავს, თუმცა ამ შტაბების არსებობის შესახებ სამეგრელოში ყველამ იცის, მაგრამ დღევანდელ დღესაც კი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას.