პოლიტიკა
თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე გაიმართება პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია, იმსჯელებენ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე და აირჩევენ პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს.
ბუქარესტში მიმდინარე კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.