საზოგადოება
თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ფინანსური ჯგუფის ხელმძღვანელი და ექსპერტი დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასების მატება მხოლოდ იმ კომპანიებს შეიძლება დაბრალდეს, რომლებსაც მონოპოლია აქვთ ქართულ ბაზარზე.
მისი თქმით, იმპორტის კონტროლის ასეთმა სტრუქტურამ გამოიწვია ქვეყნის შიდა წარმოების განვითარების შეზღუდვა. ასეთი დამოკიდებულება კი მონოპოლისტს უჩენს მონოპოლიური ფასწარმოქმნის უფლებას. „როცა შემომტანი ერთია, მაკონტროლებელი ერთია, ბუნებრივია, მისი ფასი დაცულია, – ამბობს გიორხელიძე და იქვე დასძენს, – დღევანდელ ქართულ ბაზარზე, წლის მოგების სახით, ხაზს ვუსვამ, საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან დაახლოებით მილიარდ 700 ათასიდან 2 მილიარდამდე დოლარი ამოდის“...
როგორც დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ამ პრობლემას მხოლოდ ერთი მინისტრის მარტივი გადაწყვეტილება ვერ გამოასწორებს. პრობლემა ძალზე რთულია და მინისტრთა და პრემიერის გუნდური მუშაობით შეიძლება მხოლოდ ამ სფეროში სირთულესთან გამკლავება.