აქტუალური
თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფების შემცირებასა და შეღავათიან მომსახურებაზე საუბრობენ.
„საქართველოს მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური მოთხოვნებს აყენებს: „იყოს დაბალი ფასები, მძღოლმა შეძლოს სხვა სერვისცენტრში შესვლა, სადაც იაფ ფასებში შეაკეთებს თავის მანქანას“. მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და მუშაობა დაიწყონ ახალი ფურცლიდან.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 20 ოქტომბერს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.