პოლიტიკა
თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღადგენს, თუმცა მოლაპარაკებები მაინც დაიწყება. არჩვენებში გამარჯვებული კოალიციის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მეზობელთან მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ამით არ შეიცვლება და ძირითად პრიორიტეტად კვლავ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია დარჩება.