საზოგადოება
თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „მე ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და ვიმედოვნებ, რომ შს მინისტრი გავხდები“, – განაცხადა კოალიციის წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„არცერთი პროფესიონალი არ დატოვებს სამსახურს, მე ვიქნები გარანტი, რომ მათ არაფერი შეეხებათ... ვინც თავის ქვეყანას ემსახურებოდა, სამსახურს შეინარჩუნებს“, – დასძინა მინისტრობის კანდიდატმა.
ღარიბაშვილისავე თქმით, ვერცერთ პოლიციელზე პოლიტიკური დევნა ვერ განხორციელდება.