ივანიშვილის პირველი ვიზიტი აშშ-ში გაიმართება

თბილისი, 11 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ტრენდის“ ინგლისურენოვანი გამოცემის ცნობით, ამ ვიზიტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში თომას მელიამ განაცხადა. მელიას განმარტებით, ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვევა არჩევნების დასრულებისთანავე მიიღო, თუმცა, ვიზიტის ნოემბრამდე გადადება გადაწყვიტა.