საზოგადოება
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყიდა, ახლახან ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. ამის შესახებ ცნობას „media.ge“ ავრცელებს.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ყარამანიშვილი ლევან ყარამანიშვილის ნათესავი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია.
სამეწარმეო რეესტრის ცნობით, გიორგი ყარამანიშვილმა „რუსთავი 2“-ს 40%-იანი წილი – ნახევარ მლნ დოლარად, ხოლო „მზის“ 40%-იანი წილი 250.000 დოლარად შეიძინა.
ხსენებული წილი 5 დღის წინ კეზერაშვილის კომპანიას იმავე ფასად მიჰყიდა ლევან ყარამანიშვილმა.
ამჟამად ტელეკომპანიების – „მზისა“ და „რუსთავი 2“-ის – 50 პროცენტი კვლავ მის მფლობელობაშია, 40 პროცენტი – გიორგი ყარამანიშვილს, ხოლო 10 პროცენტი გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.