სამართალი
თბილისი 10 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველო“ საქინფორმს ატყობინებს, „თავისუფალმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების დაშინებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიებმა მიმართეს თეთრიწყაროს №26 საარჩევნო საოლქო კომისიას, თუმცა კომისიამ არ გაითვალისწინა აღნიშნული დარღვევები და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი საუბნო კომისიის შემაჯამებებლი ოქმის ბათილად ცნობისა და თეთრიწყაროს საარჩევნო საოლქო კომისიის 2012 წლის 2 ოქტომბრის №32/2012 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ამიტომ
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.