საზოგადოება
თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტისა და კოალიციის ლიდერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავარი სიტყვა, რომლითაც შესაძლებელია დახასიათდეს ეს შეხვედრა, იყო პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებთან, თუმცა არ შეიცვლება ხელისუფლების ის ნაწილები, რომლებიც სხვა არჩევნების გზით ირჩევა“.
მისივე განმარტებით, მოქმედი კონსტიტუცია მოითხოვს თანამშრომლობას საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და ეს შეხვედრებიც ამ თანამშრომლობის ნაწილია.