პოლიტიკა
თბილისი, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც მთავრობის კანცელარიაში ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ გახდა ცნობილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალარჩეული სამუშაო ჯგუფები დღეიდან იწყებენ საკონტროლო კომუნიკაციებს სახელმწიფო უწყებებში.
მისი თქმით, ახალმა მთავრობამ მოვალეობის შესრულების დაწყებამდე უნდა იცოდეს, რა პრობლემებთან მოუწევთ გამკლვავება უწყებაში და ეს არანაირად არ გულისხმობს დღეიდან ვინმეს ჩანაცვლებას.
ხელისუფლების წარმომადგენელი გიგია ბოკერია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების გადაბარების პროცესს. მისი თქმით, „ეს არის, უბრალოდ, ცივილიზებული ფორმა ერთი მთავრობის მიერ, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, მოახდინოს ახალი მთავრობის ინფორმირება... აქტიური თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, რათა გადაბარების პროცესი სრულად მოექცეს კონსტიტუციის ფარგლებში“.