საზოგადოება
ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან მიდის

1-ingaთბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ქდმ-ის ყოფილმა წევრმა ინგა გრიგოლიამ საკრებულოდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და დღეს ოფიციალური განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. გრიგოლიას თქმით, ეს გადაწყვეტილება  არჩევნების შედეგების გაშუქებისას პოზიციათა შეუთანხმებლობითაა განპირობებული. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგი ჟურნალისტიკას დაუბრუნდება.

„დღეს ოფიციალურად შევიტან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ ზაალ სამადაშვილის, სახელზე ჩემს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მე დავტოვებ თბილისის საკრებულოს და ამით სამუდამოდ დავემშვიდობები ქართულ პოლიტიკას, როგორც მონაწილე ამ ქართული პოლიტიკის. დავდე ასეთი პირობა და ამ პირობას მთელი ჩემი ცხოვრება შევასრულებ: ვერასოდეს ვეღარავინ მე ქართულ პოლიტიკაში ვეღარ მნახავს“, – განაცხადა გრიგოლიამ.