პოლიტიკა
თბილისი, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულს დაესწრო. იგი „თბილისობა 2012“-ის სტუმრებს შეხვდა და დღესასწაული პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. მან აღნიშნა, რომ არჩევნებამდე მთავრობას უნდა მოესწრო იმ ყველაფრის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. „სამუშაოები 24-საათიანი გრაფიკით მიმდინარეობდა. ახლა, სანამ მოხდება მთავრობის გადაბარება, ყველა ჩვენი ადგილობრივი გამგეობა, ყველა ჩვენი გუბერნატორი დღედაღამ მუშაობს იმაზე, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნეს მიყვანილი. მინდა, რომ ეს აღმშენებლობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.