აქტუალური
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით მიულოცა მისი კოალიციის გამარჯვება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ხუთშაბათს, საღამოს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს. ცნობაში აღნიშნულია, რომ საუბრის მთავარ თემას არჩევნების შემდგომი პერიოდი წარმოადგენდა, კერძოდ კი, ის ზეგავლენა, რომელიც საარჩევნო კომისიებსა და ცესკოზე ხორციელდება.
სავარაუდოდ, კენჭისყრის საბოლოო შედეგებს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომისია 20 ოქტომბერს გამოაცხადებს.