საზოგადოება
თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო-საარჩევნო კომისიებში არსებული ვითარების შესახებ.
ცესკოს სპიკერის განმარტებით, მიმდინარეობს მათთვის ცნობილი ყველა დარღვევის ფაქტის შესწავლა, რომლებზეც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდება სამართლებრივი რეაგირება.
„გვინდა, ყველას შევახსენოთ, რომ არჩევნებისთვის მნიშნელოვანია მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები. კიდევ ერთელ მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტს და მის აქტივისტებს, ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს და საშუალება მოგვცენ, რომ საარჩევნო შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება მოხდეს ისევე მშვიდობიანად, როგორც წარიმართა არჩევნების დღე“, – დასძინა ეკა აზარაშვილმა.