თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილნი, აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ძალიან ღელავენ ევროპელები, ძალიან ღელავენ ამერიკელები, და აღარაა საჭირო, არ გვეკადრება, ქუჩით ვარკვიოთ ერთმანეთთან დამოკიდებულება. ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, დაბრუნდით სახლებში და ყველაფერს გავარკვევთ სასამართლოთი, პარლამენტით და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშილმა.
მოსახლეობას კი მოუწოდა, არ დაუჯერონ არავითარ ჭორებს, რომელსაც სეთურის შემორჩენილი ხელისუფლება ავრცელებს: „ჩვენ ხელისუფლების გადაბარების მხოლოდ ტექნიკური მხარე დაგვრჩა“.
ამასთან, საჯარო მოხელეებსაც მიმართა, პირველ რიგში, პოლიციის თანამშრომლებს: „დაიცავით კანონიერება, ღირსეულად შეასრულეთ, რაც კანონით გევალებათ. საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა კი შეინარჩუნებს თანამდებობეს. ნუ ღელავთ, ვისაც არ გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, დაიტოვებთ თქვენს ადგილებს, გააგრძელეთ თქვენი მოვალეობის შესრულება. ყველაფერი კაერგად იქნება“.
რაც შეეხება კითხვას მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აქვს პროექტი და არა გადაწყვეტილება, რომლის განხილვასაც უახლოეს დღეებში დაიწყებენ; მისი თქმით, შესაძლებელია, ბევრმა თანაგუნდელმა პარლამენტიდან ხელისუფლებაშიც გადაინაცვლოს.