„ქართული ოცნება“ უწინდებურად ლიდერობს

თბილისი, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. 17 საათისთვის ცესკომ
1312 საარჩევნო უბნის მონაცემები დაამუშავა, რაც ხმების საერთო რაოდენობის
35,16%-ს შეადგენს.
საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 53,15% მოაგროვა, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 41,60%. ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 2,31%-მა, ლეიბორისტულ პარტიას – 1,35%-მა, „ახალ მემარჯვენეებს“ – 0,52%-მა.