ამერიკის ელჩმა და სენატორებმა ივანიშვილს წარმატება მიულოცეს

თბილისი, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესცენტრი გვატყობინებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესცენტრში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სენატორები ჯინ შაფინი და ჯეიმს რიში მიიღო. სტუმრებმა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
„ჩვენ აქ ბატონ ბიძინასთან შესახვედრად მოვედით და გვინდოდა, რომ მისთვის „ქართული ოცნების“ წარმატება მიგველოცა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორმა ჯეიმს რიშმა კი იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.