რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი: „ხალხი აირჩევს იმას, ვინც სურს“

1-religiaaa1თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. პატრიარქი იმედოვნებს, რომ არჩევნები არ გაყალბდება და გაიმარჯვებს ის პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა უმეტესობა მისცემს ხმას.

„ასეთი რთული მზადება არჩევნებისთვის ჯერ არ ყოფილა ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენ ველოდებით, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არ იქნება და ხალხი აირჩევს მას, ვინც სურს... რა თქმა უნდა, მშვიდობა და სიმშვიდე უნდა იყოს შენარჩუნებული და ეს არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს. სამართალი არის საფუძველი მშვიდობისა და შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს ის სიბრძნე, რომ დავიცვათ სამართალი“, –  ბრძანა უწმიდესმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.