რელიგია
ილია მეორემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ სტუდენტების ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან მოსაწონია, რადგან ეს ერის სულიერების მაგალითია.
„ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა სტუდენტობამ გამოიჩინა ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ. ეს ძალიან მოსაწონია იმიტომ, რომ ეს არის მაგალითი ჩვენი სულიერებისა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ ასეთი უმსგავსობა, რომელსაც აჩვენებენ ტელევიზიით, მოითმინოს“, – ბრძანა პატრიარქმა.
„არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთვის, რომ ასეთი ამბები მოდის და თქვენ რას უყურებთ, როგორ უყურებთ ამას. ყოვლად დაუშვებელია. ადამიანი ისედაც დასჯილია, პატიმრობაშია და კიდევ შეურაცხყოფენ მას, მის ღირსებას. მე მიმტკიცებდნენ – არავითარი ასეთი შეურაცხყოფა არ არისო, მაგრამ სინამდვილეში ყოფილა“, – აღნიშნა ილია მეორემ.