ბეზრუკოვი ჰალსტუხს სააკაშვილივით ღეჭავდა?

თბილისი, 28 სექტემბერი,
საქინფორმი. ოლეგ ტაბაკოვის თეატრი საქართველოში ოსტროვსკის პიესის –
„ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ – დადგმით ჩამოვიდა. ერთ-ერთ სცენაში
სერგეი ბეზრუკოვმა, რომელიც
ეგორ გლუმოვის როლს ასრულებს, წარმოთქვა ქართულად დასწავლილი ფრაზა:
„ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლავი“, და ჰალსტუხის ღეჭვას შეუდგა.
პრეზიდენტის მომხრეებმა ამაში მიხეილ სააკაშვილის საქციელზე მინიშნება დაინახეს – აგვისტოს ომის დღეებში ტელეჟურნალისტებმა ქვეყნის პირველი პირი დააფიქსირეს, როდესაც ის ტელეფონით ლაპარაკის დროს საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა. მმართველი ძალის რეაქცია მაყურებლის საქციელმა გაამძაფრა: დარბაზი რუს მსახიობებს ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა!