საზოგადოება
ციხის თანამშრომელთა დაპატიმრება გრძელდება

1-cixe-sazogadddd3თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  დააკავა ქუთაისის №16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ციხის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.

როგორც ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა, ისინი მხილებული არიან პატიმართა წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. მისი თქმით, ოთხივე დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სსკ 144-1 მუხლით („წამება“). საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულთა ადვოკატებს მასმედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საქინფორმის შენიშვნა: ეს სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაა, რომელშიც პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის, მათ შორისმ წამების ფაქტები გამოვლინდა. კიდევ რამდენი არ გამოვლენილა? კიდევ რამდენიმე მტარვალი დასეირნობს თავისუფლად?!