სამართალი
სტუდენტები ხელისუფლებას აფრთხილებენ: გაყალბებას არ დავუშვებთ!

1-student-samarTaaa2თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის პირველი კორპუსის წინ სტუდენტების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც სხვა უმაღლესი სასწავლებლების ათასობით სტუდენტი და სპორტსმენები შეუერთდნენ.

სტუდენტური კოალიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პატიმრების წამებაში დამნაშავე ადამიანების დასჯის გარდა, ისინი არჩევნების სამართლიან ჩატარებას ითხოვენ. ხოლო თუ ხელისუფლება გაყალბებას გაბედავს, 2012 წლის 2 ოქტომბერს ქუჩაში არა მხოლოდ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არამედ მათი მშობლები და ახლობლებიც გამოვლენ. შედეგად ხელისუფლება პროტესტის უზარმაზარ არმიას მიიღებს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ მხარს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლიან, არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. გარდა ამისა, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნას და წინასაარჩევნო მანიპულაციებს.

სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს პატიმრების უფლებებისა და არჩევნების თავისუფლების დაცვის მოთხოვნით.