პოლიტიკა
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაკავების ფაქტებით შეშფოთებულია.
მილიორიმ ხაზი გაუსვა, რომ დაკავების ფაქტებსა და მხარეების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივისტების თამაშიდან გათიშვა ხდება, სერიოზული მიდგომა სჭირდება.
„არჩევნები ფართო დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, სათანადო თავშეკავება გამოიჩინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.